უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს, – განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა და მათ ქვეყნაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
„ეს დილა ისტორიაში შევიდა, თუმცა ეს ისტორია განსხვავებულია ჩვენი ქვეყნისა და რუსეთისთვის. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გავწყვიტეთ. უკრაინა თავს იცავს და თავის თავისუფლებას არავის მისცემს. უკრაინელებისათვის დამოუკიდებლობა და საკუთარ მიწაზე ცხოვრების უფლება უმაღლესი ღირებულებაა. დღეს დილით რუსეთი საძაგლად დაესხა თავს ჩვენს სახელმწიფოს, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტურმა გერმანიამ გააკეთა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ მოსახლეობასაც მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინა იარაღს გადაცემს ყველას, ვისაც ქვეყნის დაცვის სურვილი ექნება.
პარალელურად, უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის, იგორ კლიმენკოს ბრძანებით, შსს-ს ორგანოების ვეტერანებზე იარაღის გაცემა დაიშვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, იარაღის გაცემის პროცედურა „მაქსიმალურად გამარტივდება“ უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ქვეყააში საომარი მოქმედების გამოცხადების გამო.