თეთრი სახლი: ბაიდენი პუტინთან შეხვედრას დათანხმდა

21 თებერვალი 2022, 10:07 1303 ნახვა

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას დათანხმდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდებიან. სწორედ ამ შეხვედრაზე განიხილავენ ბაიდენ-პუტინის შესაძლო სამიტის საკითხს ბლინკენი და ლავროვი.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მზად არიან როგორც დიპლომატიის, ისე რუსეთისთვის სანქციების დაწესებისთვის.

თეთრი სახლის განცხადებამდე, სატელეფონო საუბარი შედგა ჯო ბაიდენსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის.

ემანუელ მაკრონი, ბოლო 24 საათში ორჯერ ესაუბრა ვლადიმერ პუტინსაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი