ბრიუსელში დღეს ნატო-ს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა იწყება, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გაუძღვება.
ნატო-ს თავდაცვის მინისტრები შეიკრიბებიან უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის განსახილველად - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, მინისტერიალის ფარგლებში ნატო-ს თავდაცვის მინისტრები საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებსაც შეხვდებიან.