28 მარტამდე სრულად უნდა დაანგრიონ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი, რომლის ერთ-ერთი სადარბაზოს ნგრევას 8 ოქტომბერს ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და დემონტაჟისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.
რაც შეეხება ახალი კორპუსის მშენებლობას, მერიას ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია.
თვითმმართველობაში გვითხრეს, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილებას კორპუსის მცხოვრებლებთან ერთად მიიღებენ.