კონკურსი ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შესამუშევებლად   

03 თებერვალი 2022, 11:03 967 ნახვა

ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის ფარგლებში, სხვადასხვა ინიციატივისა და იდეის დასაფინანსებლად  ქობულეთის მერია კონკურსს აცხადებს. მასში ჩართვა 14-29 წლამდე ასაკის ქობულეთში მცხოვრებ პირს შეუძლია. 

პროექტი სამ წელზეა გათვლილი და  15 ათასი ლარია გამოყოფილი.

სპეციალურმა კომისიამ 5 გამარჯვებული უნდა შეარჩიოს, რომლებსაც გრანტის სახით 3-3 ათასი ლარი გადაეცემათ.  მსურველებმა განაცხადი მერიაში უნდა შეიტანოთ. 

პროცესი 1 მარტს დაიწყება და ერთ თვეს გაგრძელდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში