ევროკავშირი გაზით მომარაგებაზე აშშ-სთან, ყატართან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს გამართავს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გაზით მომარაგების შემცირებას ან შეწყვეტას გადაწყვეტს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის დიპლომატიის ჩავარდნის შემთხვევისთვის და ყველა სახის ვარიანტს განიხილავს.
ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ბრიუსელი ასევე განიხილავს ექსპორტის კონტროლის ზომებს, რაც ითვალისწინებს რუსეთისთვის ისეთი პროდუქტების დაბლოკვას, რომლებიც მოსკოვს სტრატეგიული ამბიციების შესასრულებლად სჭირდება.