გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო თანამდებობიდან გადადგა

23 იანვარი 2022, 10:03 797 ნახვა

გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი,  შენბახი თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადებაა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს NATO-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს, რადგან ოკუპირებულია. ამის შესახებ მან ინდოეთში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს და მას მხოლოდ იმ პატივისცემის მიღება სურს, რომელსაც ითხოვს და იმსახურებს.

შენბახმა საქართველოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება არაგონივრული იქნებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი