კორონა ვირუსის გავრცელების რისკები კვლავ მაღალია, რასაც ხელს უწყობს ახალი შტამების გამოჩენა - აცხადებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში. პარალელურად ვაქცინის მწარმოებელი კომპანიების, ფაიზერისა და მოდერნას ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ბუსტერ დოზების გაკეთება აუცილებელია და კარგი იქნება, თუ ვაქცინის გაკეთება სეზონურად, ყოველწლიურად მოხდება.
Pfizer-ის ხელმძღვანელის თქმით, მოვლენების არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში, აცრა ყოველ 4-5 თვეში საჭირო იქნება, ამიტომ იმედოვნებს, რომ საუკეთესო შემთხვევაში წელიწადში ერთჯერადი ვაქცინაცია მოგვიწევს.