იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოში განაცხადეს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ კიუსიუს სანაპიროზე, 45 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა. ცუნამის საშიშროების შესახებ გაფრთხილება არ გამოცემულა. ვრცელდება ინფორმაცია შენობების, გზების, წყლის მილების დაზიანების შესახებ.