რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს. ჩვენს საკუთარ მიწაზე ჯარების გადაადგილების პრაქტიკა ჩვენი სუვერენული უფლებაა. - წერია რუსეთის საელჩოს განცხადებაში, რომლითაც აშშ-ს მოუწოდებს დაასრულოს „ისტერია“ დონბასის საკითხთან დაკავშირებით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას უკრაინისთვის იარაღის ახალი პარტიების მიწოდებაზე.
18 იანვარს თეთრმა სახლმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ერთხმად ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დეესკალაციის ნაბიჯების არარსებობაზე. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი ნებისმიერ დროს შეიჭრება მეზობელ სახელმწიფოში. დღეს კი რუსეთის გამოხმაურებით, ვაშინგტონმა არ უნდა უბიძგოს უკრაინას პროვოკაციებისკენ.