ჯოკოვიჩმა სასამართლო პროცესი მოიგო, თუმცა დეპორტაციას მაინც უპირებენ

10 იანვარი 2022, 12:43 1317 ნახვა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო დავა მოიგო და ავსტრალიაში დარჩენის უფლება მოიპოვა.

სერბის უფლებადამცველებმა წარმოადგინეს შტატ ვიქტორიას ავტორიზებული სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა რის საფუძველზეც ჯოკოვიჩს ავსტრალიაში შესვლის უფლება ჰქონდა.

"Herald Sun-ის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განაცხადა, რომ მინისტრს ისევ აქვს უფლება ნოვაკის ქვეყნიდან გაბრუნება მოითხოვოს.

ავსტრალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტის თქმით სერბი ჩოგბურთელის ვიზის გაუქმებას მინისტრის პირადი უფლებამოსილების საფუძველზე განიხილავს.

ასეთ შემთხვევაში, ჯოკოვიჩის დეპორტაცია მაინც მოხდება და სამი წლით აეკრძალება ავსტრალიაში შესვლა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი