გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ სასტარტო შეხვედრაში მორიგი მატჩი გამართა. მერსესაიდელთა მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო, რომელმაც მეტოქე 2:1 დაამარცხა.
მანჩესტერელები მეორე წუთზე დაწინაურდნენ. გოლი მბეუმომ გაიტანა. ამის შემდეგ მოედნის უპირატესობას „ლივერპული“ დაეუფლა და 78-ე წუთზე ანგარიში კოდი გაკპომ გაათანაბრა. საბოლოოდ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჰარი მაკგუაიერის გოლით მოიგო.
ლივერპული“ კონკრეტულად პრემიერლიგაში ზედიზედ მესამედ დამარცხდა, ყველა ტურნირზე კი მეოთხედ, შედეგად, 15 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ბრენტფორდს“ ესტუმრება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე