შვედეთის ჩემპიონი სოფლის კლუბი გახდა

21 ოქტომბერი 2025, 09:31 130 ნახვა

შვედეთის 2025 წლის ჩემპიონი „მიალბიუ“ გახდა, კლუბი, რომელიც სოფელს წარმოადგენს. სოფელი, სადაც დაახლოებით 1000 ადამიანი ცხოვრობს, დღეიდან თავს შვედეთის ჩემპიონის ტიტულს ატარებს.

სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „მიალბიუმ“ ჩემპიონობა გაინაღდა, მას შემდეგ, რაც სტუმრად „გიოტებორგი“ იაკობ ბერგსტრომისა და ტომ პეტერსონის გოლებით 2:0 დაამარცხა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა, რადგან 66 ქულით ლიდერობს ჩემპიონატს და მის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, უახლოეს მდევარ „ჰამარბის“ 11 ქულით უსწრებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე