საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2026-ის მზადებას აგრძელებს 

21 ოქტომბერი 2025, 09:44 113 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ყირგიზეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. პირველი შეხვედრის მსგავსად, რომელიც ჩვვენმა გუნდმა 3:2 მოიგო, მეორე შეხვედრაც გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა. 

ყირგიზეთის ნაკრებმა პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგო. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ჩიმაკაძის და გაბრიჩიძის გოლებით ანგარიში გაათანაბრა. ყირგიზეთის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩები ევრო 2026-ისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო.

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის წილისყრა 24 ოქტომბერს, კაუნასში შედგება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე