ხაშურელი ლევან ქელეხსაშვილი და ბათუმელი მამუკა კორძაია ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.
მათ ეს ტიტული ეგვიპტურ ალექსანდრიაში, მსოფლიოს სერიის ფინალურ ეტაპზე გამარჯვებით მოიპოვეს.
კორძაიამ მსოფლიო სერიების მე-5 ეტაპის ფინალში უკრაინელი მეტოქე 3-0 დაამარცხა, 4000 ქულა მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
უკრაინელი მეტოქე დაამარცხა 2:1 ლევან ქელეხსაშვილმაც და მანაც 4000 ქულასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე