სერია A-ს მეშვიდე ტურში „კრემონეზემ“ „უდინეზეს“ უმასპინძლა, რომელშიც დაჩი ლორთქიფანიძის დებიუტი შედგა. კრემონელთა 20 წლის ქართველი ნახევარმცველი თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო და ეს მისი პირველი მატჩი იყო არა მარტო სერია A-ში, არამედ „კრემონეზეში“.
დაჩი მერვე ქართველია, ვინც იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში ითამაშა კახა კალაძის, ლევან მჭედლიძის, ხვიჩა კვარაცხელიას, საბა საზონოვის, ლუკა ლოჩოშვილის, გიორგი კვერნაძისა და საბა გოგლიჩიძის შემდეგ. „უდინეზეს“ რიგებში ზედიზედ მეორედ იყო ძირითად შემადგენლობაში გოგლიჩიძე, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო.
მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. „კრემონეზეს“ 10 ქულა აქვს, „უდინეზეს“ – 9. მომდევნო ტურში კრემონელები „ატალანტას“ შეხვდებიან, ხოლო უდინელები - „ლეჩეს“.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე