თბილისის „დინამო" – 100 

20 ოქტომბერი 2025, 09:58 78 ნახვა

თბილისის „დინამოს“ 100 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა ლეგენდების მატჩი „დინამოსა“ და ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდებს შორის. მატჩის დასაწყისში ვეტერანმა ფეხბურთელმა, თასების თასის მფლობელმა ვლადიმერ გუცაევმა „დინამოსგან“ საჩუქრად საიუბილეო მაისური მიიღო.

მოედანზე ვიხილეთ გასული საუკუნის 1970-80-იანი წლების ვეტერანი დინამოელები, რომლებმაც თასების მფლობელთა თასი გამოიტანეს. ბურთი თამაშში „დინამოს“ ლეგენდარულმა კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ შეიყვანა.

პირველი ტაიმი უკეთ ნიდერლანდელმა ლეგენდებმა ჩაატარეს და 2:0 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში გიორგი დემეტრაძე პენალტით ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

ათწუთიან მონაკვეთში ჰეთ-თრიქი შეასრულა გიორგი მერებაშვილმა. ხოლო საბოლოო ანგარიში ალექსანდრე იაშვილმა დააფიქსირა – 5:2 „დინამოს“ სასარგებლოდ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში