ყაზახეთში არეულობის შედეგად პოლიციისა და ეროვნული გვარდიის რვა თანამშრომელი დაიღუპა
ყაზახეთში არეულობის შედეგად პოლიციისა და ეროვნული გვარდიის რვა თანამშრომელი დაიღუპა. შეტაკებების დროს 300-ზე მეტი სამართალდამცავი დაშავდა.
ყაზახეთის ხელისუფლებამ მასობრივი არეულობის ფონზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აქამდე საგანგებო მდგომარეობა ალმათაში და მანგისტაუში მოქმედებდა.
ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ჯერ მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა.