სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლები სააკაშვილის გამოსაკითხად მივიდნენ

05 იანვარი 2022, 18:18 911 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატთან ერთად რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა. ექსპრეზიდენტი გამოიკითხება გორის ჰოსპიტალში განვითარებულ პროცესებთან, ასევე რუსთავის ციხეში გადაყვანის  შესახებაც. საპატიმროში შესვლამდე ადვოკატმა  იმედი გამოთქვა, რომ ამჯერად მიხეილ საკაშვილის გამოკითხვა ე.წ-ლი მყარი ბარიერის პირობებში არ მოხდებოდა, რადგან მიაჩნიათ, რომ ასეთი ფორმატი ხელს უშლის კონფიდენციალობის დაცვას. შეგახსნეებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამოძბეა დაწყებული აქვს, დღევანდელი გამოკითხვა კი ამ გამოძიების შემადგენელი, ერთ-ერთი ეპიზოდია. გამოვიდნენ თუ არა საპატიმროდან გამომძიებელი და ადვოკატი.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში