საკუთარი ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა დახარჯა დანამატებსა და პრემიებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. უფრო კონკრეტულად, საუბარია 488 ათას 7 ლარზე. უწყებაში პრემიის ოდენობა იერარქიასთან ერთად იზრდება. სხვა უწყებების მსგავსად, რომელთა საპრემიო პოლიტიკის შესახებ ჩვენ სიუჟეტები გასულ დღეებში მოვამზადეთ, გამონაკლისი არც სოფლის მეურნეობის სამინისტროა. აქ დანამატები ყოველთვიურად, პრემია კი 4-ჯერ გაიცა. უწყებაში ფინანსური ჯილდოს გაცემა გამართლებულად მიაჩნიათ.