თავდაცვის სამინისტრო საფრანგეთის საჰაერო თავდაცვის ექსპერტთა ჯგუფს მასპინძლობს. ქართული და ფრანგული მხარეები პრაქტიკული თანამშრომლობის ფორმატზე შეჯერდნენ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო სისტემის ნატოსთან თავსებადობის გაზრდას. საჰაერო თავდაცვის ინიციატივა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც მიზანიც თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების, ნატოსთან თავსებადობის ამაღლების, რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობაა.