ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონი მსოფლიოს 22-ე ჩოგნის რანგში დაასრულა.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) 2021 წლის ბოლო რეიტინგი გამოაქვეყნა.
29 წლის ბასილაშვილის ამ დროისთვის 2 101 ქულა აქვს და მცირედით ჩამორჩება ფრანგ გაელ მონფილსს.
წარმატებული წელი გამოვიდა ნიკასთვის წლის დასაწყისში ის მსოფლიოს მე-40 ჩოგანი იყო. 2021 წელს კი 18 საფეხურით დაწინაურება შეძლო.
ბასილშვილმა დოჰაში და მიუჰენში 250 ქულიანი ტურნირების მოგება შეძლო. ინდიან ველსის 1000-იანი მასტერსსზე კი ფინალში გავიდა.
1 იანვრიდან ნიკა საქართველოს ნაკრების სხვა წევრებთან ერთად ტრადიციულ ATP Cup-ზე ითამაშებს. სწორედ ბასილაშვილის მარალი რეიტინგის გამო აქვს საქართველოს ამ ტურნირზე ასპარეზობის.
ქართველი ჩოგბურთელები D ჯგუფში საბერძნეთის, პოლონეთის და არგენტინის ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ.
მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელიც დიდი უპირატესობით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ რუს დანილ მედვედევს. მესამე ადგილზე კი გერმანელი ალექსანდრ ზვერევი არის.