მეგან მარკლმა ბრიტანულ ტაბლოიდთან სამართლებრივი დავა მოიგო

27 დეკემბერი 2021, 15:57 1463 ნახვა

ბრიტანული ტაბლოიდი იძულებული გახდა პირველ გვერდზე ბოდიში მოეხადა მეგან მარკლისთვის. „ზე მეილ ონ სანდი“-მ  პრინც ჰარის მეუღლესთან გაწელილ სამართლებრივ დავაში დამარცხება აღიარა.   26 დეკემბერს გამოცემამ პირველ გვერდზე ბოდიში მოიხადა 2019 წლის თებერვალში სასექსის ჰერცეგოვინის კონფიდენციალურობის დარღვევის გამო. გამოცემამ  2018 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფლის შვილიშვილთან ქორწინების შემდეგ მეგანის მიერ  მამისათვის გაგზავნილი წერილიდან ამონარიდები გამოაქვეყნა. ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მეგან მარკლმა საავტორო უფლებების დარღვების შესახებ საქმე მოიგო. მარკლი კომპენსაციის სახით მილიონ 700 ათას ამერიკულ დოლარს მიიღებს, რომლითაც მისი იურიდიული ხარჯების 90% დაფარავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში