მოსკოვის აგრესია გამოიწვევს ნატო-ს მეტი ძალების განლაგებას რუსეთის სიახლოვეს - აშშ

24 დეკემბერი 2021, 12:48 721 ნახვა

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მოსკოვის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არამხოლოდ დასავლურ სანქციებს გამოიწვევს, არამედ ნატო-ს აიძულებს, გაზარდოს სამხედრო დახმარება ოფიციალური კიევისთვის და მეტი ძალები განალაგოს რუსეთის სიახლოვეს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის  თქმით, შეერთებული შტატები მზადაა, იანვრის დასაწყისში რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩასართავად „უსაფრთხოების გარანტიების“ თაობაზე, მათ შორის ნატო-სა და ეუთო-ს საშუალებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი