ხვალ ბათუმის საკრებულოს სხდომა გაიმართება, რომელიც ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნის საფუძველზე ჩაინიშნა. დღის წესრიგის მიხედვით, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის არჩევაა აქვთ დაგეგმილი, თუმცა რამდენად შეძლებენ ამჯერად მაინც გადაწყვეტილების მიღებას-ამას ხვალინდელი დღე აჩვენებს. პოლიტიკოსები კი ერთიან კანდიდატზე როგორც ჩანს ვერ თანხმდებიან. ჰქონდათ შეხვედრებიც და ბოლო რამდენიმე დღეა ზოგიერთი სოციალურ ქსელში წერს საკუთარ პოზიციას.