ქობულეთში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, დაზიანებულია ავტომობილებიც 

22 დეკემბერი 2021, 12:23 6641 ნახვა

უამინდობამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ქობულეთში. კომახიძის №52  ქარმა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. 

დაზიანებული ასევე კერძო სახლის სახურავებიც.

ბეტონის ფილები დაეცა მსუბუქ ავტომობილს, რომელიც ეზოში იყო გაჩერებული.

ძლიერმა ქარმა ასევე ბუნებრივი აირის მილიც დააზიანა, რის გამოც დასახლებას გაზმომარაგება შეუწყდა. 

მოსახლეობის ნაწილს არც ელექტროენერგია მიეწოდება. ადგილზე იმყოფება ''სოკარის'' და ''ენერგო პრო- ჯორჯია'' ბრიგადები. ასევე ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლები. 

მოსახლეობა ამბობს, რომ ზარალი დიდია და ისინი ქობულეთის მერიას დახმარებას სთხოვენ.

სოფელ ზენითში და ჭახათი-გეგიძეების მიმართულებით მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის ადგილას აჭარის საავტომობილო გზების მძიმე ტექნიკა გავიდა. უწყების ცნობით,  ქვა-ღორღით ჩახერგილ საავტომობილო გზა გაიწმინდება. 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი