უამინდობა ქედაში

14 დეკემბერი 2016, 00:00 3299 ნახვა

ქედაში უამინდობისაგან გამოწვეულ პრობლემებს კვლავ ებრძვბიან. მეწყერი განვითარდა ხუთ საცხოვრებელ სახლთან, მათ შორის, სოფელ გობრონეთში საფრთხე შეექმნა დავითაძეების ოჯახს. დაზარალებულები მეზობელთან აფარებენ თავს. ასევე, მეწყერი განვითარდა სოფელ ოქტომბერში რეზო შერვაშიძის სახლთანაც. ქედის გამგეობის ინფორმაციით ოჯახებს დახმარებას გეოლოგების შესწავლის შემდეგ გაუწევენ. მეწყერი განვითარდა საავტომობილო გზებზეც, სოფელ ახოსა და ჯალაბაშვილებში. სოფელ გეგელიძეებში ხუთი ოჯახია გარესამყაროს მოწყვეტილი. ასევე, შვიდი ოჯახია ჩაკეტილი სოფელ აგარაში. მეწყერი განვითრდა სოფელ დოხოძეებშიც, სადაც სამი ოჯახია გარესამყაროს მოწყვეტილი. ქედის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. ქედაში უამინდობამ სულ 12 მდე მეწყრული პროცესი გამოიწვია. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აღწევს. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ოქტომბერს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ამავე კატეგორიაში