​პუტინი-ბაიდენის ვიდეოშეხვედრა

07 დეკემბერი 2021, 20:00 970 ნახვა

ამ წუთებში ბაიდენ-პუტინის ონლაინ-მოლაპარაკებები მიმდინარეობს.  შეხვედრის დაწყების წინ ლიდერები საკმაოდ თბილად მიესალმნენ ერთმანეთს. ჯო ბაიდენმა მომავალში რუს კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის იმედი გამოთქვა. ბაიდენ-პუტინის სამიტი ვიდეოკავშირით პირველად იმართება. მოლაპარაკებები დახურულ რეჟიმში დაცული ახით მიმდინარეობს. 

ორი ქვეყნის ლიდერი უკრაინაში შექმნილ სიტუაციასა და  რუსეთის საზღვრებთან ნატოს ბლოკის  გაფართოებაზე, ასევე  ჟენევის შეთანხმებების და ორმხრივი ურთიერთობების განხორციელებაზე იმსჯელებენ.  კრემლის პრეს-სპიკერის თქმით,  მოლაპარაკებები დროში შეზღუდული არ არის. იგი იმდენხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში