მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა

06 დეკემბერი 2021, 10:01 787 ნახვა

ბრიუსელში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია ძალადობაში გადაიზარდა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დემონსტრანტებმა ქუჩაში სხვადასხვა ნივთი დაწვეს, პოლიციას ქვები და პიროტექნიკა დაუშინეს, სამართალდამცავებმა კი აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები კოვიდპასპორტის შემოღებას აპროტესტებდნენ, რომლის წარდგენა, ოქტომბრიდან, რესტორნებსა და ბარებში შესვლისას  სავალდებულოა.

ამასთან, აქციის წინა დღეს ხელისუფლებამ ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც დაწყებითი სკოლის ბავშვების უმეტესობას სკოლებში პირბადის გამოყენებას ავალდებულებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში