ინფრასტრუქტურული სამუშაოები

01 დეკემბერი 2021, 11:01 948 ნახვა

მომავალი წლიდან ქობულეთში სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის ვიდეოკამერების მონტაჟი იგეგმება. შესაბამისი ხარჯები ბიუჯეტში უკვე გაწერილია.  

მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სათვალთვალო ვიდეო კამერები ქალაქის ტერიტორიაზე დამონტაჟდება, სოფლებში კი  გარე განათების დამატებითი წერტილები მოეწყობა. 

ვიდეო-კამერების შეძენა-მონტაჟისთვის ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი გამოიყოფა.

რაც შეეხება გარე განათებების მოწყობას, რეაბილიტაციას და ექსპლუატაციას, ამისთვის  მილიონ  338 ათასი ლარი დაიხარჯება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში