ისრაელი და იაპონია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს

29 ნოემბერი 2021, 10:55 668 ნახვა

ომიკრონის“ შტამის გავრცელების საფრთხის გამო იაპონია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს. იაპონური მედიის ინფორმაციით, შეზღუდვები ასევე შეეხება ბიზნესმენებსა და უცხოელ სტუდენტებს.

შემზღუდველი ზომები ძალაში 30 ნოემბრიდან შევა. იაპონიამ თითქმის ერთწლიანი აკრძალვის შემდეგ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს კორონავირუსთან დაკავშირებული ზომები შეამსუბუქა და უცხოელ სტუდენტებს 14-დღიანი კარანტინის გავლის შემთხვევაში ქვეყანაში შესვლის უფლება მისცა. აცრილებისთვის საკარანტინო პერიოდი 10 დღემდე იყო შემცირებული. „ომიკრონ“ შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზღვრები ჩაკეტა ისრაელმა.

ახალი წესების თანახმად, სამშობლოში დაბრუნებული ისრაელის მოქალაქეები მკაცრი კარანტინის რეჟიმს დაექვემდებარებიან და ახალი შტამის დადასტურების შემთხვევაში ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა, „შინ ბეთმა“ შესაძლოა, სატელეფონო საუბრებიც შეამოწმოს.

დღეის მდგომარეობით, ისრაელში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა არის დადასტურებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში