შეზღუდული საავტომობილო მოძრაობა

12 დეკემბერი 2016, 00:00 3730 ნახვა

გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, რის გამოც აკრძალულია ყველა ტიპის ტრანსპორტით  გადაადგილება. ორდღიანი თოვის შედეგად ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზის 87-ე და 55-ე მონაკვეთებზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და დღის მეორე ნახევარში მაღალი გამავლობის და ჯაჭვიანი ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება, სამუშაოებს ექვსი ერთეული ტექნიკა ასრულებს. 

ამავე კატეგორიაში