კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა

28 ნოემბერი 2021, 12:15 3495 ნახვა

კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტი, სახელწოდებით ,,ომიკრონი“, პირველად 24 ნოემბერს დაფიქსირდა. ჯანმომ ვირუსს "შემაშფოთებელი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა და აღნიშნა, რომ მას სავარაუდოდ რეინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს.

ახალი შტამის გავრცელების თავიდან ასარიდებლად რამდენიმე ქვეყანამ ,მათ შორის საქართველომ, აშშ-მ, ბრიტანეთმა, ისრაელმა, იაპონიამ, იტალიამ, ჩეხეთმა და გერმანიამ სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში