კორონავირუსის ახალი შტამის გამო, აშშ აფრიკის რვა ქვეყნიდან მგზავრთა მიღების შეზღუდვას გეგმავს

27 ნოემბერი 2021, 13:15 927 ნახვა

ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტის დაფიქსირების გამო, სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ, ბრიტანეთმა, ისრაელმა, იაპონიამ, იტალიამ, ჩეხეთმა და გერმანიამ.

ვირუსის პრევენციის მიზნით შეზღუდვები მკაცრდება ბელგიაში, სადაც მომავალი სამი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში საშობაო ბაზრობები, ბარები, ღამის კლუბები და რესტორნები ყოველდღე 23 საათზე დაიხურება, იკრძალება შეკრებებიც. დეკემბრიდან ძალაში შევა ახალი კოვიდრეგულაციები პორტუგალიაშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში