ევროკავშირის მუქარა

24 ნოემბერი 2021, 14:04 683 ნახვა

ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი გეგმავს, შექმნას სპეციალური სია, რათა თვალყური ადევნოს და აღკვეთოს იმ შუამავალი კომპანიების საქმიანობა, რომლებიც ბელარუსში მიგრანტების უკანონოდ გადაყვანას უწყობენ ხელს. მისი თქმით, ევროპარლამენტის დეპუტატებს შესთავაზებს რეგულაციას, იმისთვის, რომ „შავ სიაში შეიყვანონ ყველა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დაკავშირებულია ტრეფიკინგსა და მიგრანტთა უკანონო გადაყვანაში“.

„შევთანხმდით, რომ ამ ქცევის წინააღმდეგ საბრძოლველად მნიშვნელოვანია სანქციების კოორდინაცია და მუშაობა წარმოშობის ქვეყნებთან და ავიაკომპანიებთან, რომლებსაც მიგრანტებს მინსკში გადაჰყავთ,“- აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ბრიუსელი სოლიდარობას უცხადებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს -პოლონეთს, ლატვიას და ლიეტუვას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში