''შუქურა'' თასის გათამაშებას ნახევარფინალში გამოეთიშა

24 ნოემბერი 2021, 15:04 1462 ნახვა

ქობულეთის ''შუქურა'' საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.

ქობულეთში ''ჩელე არენაზე'' გამართულ მატჩში ''შუქურამ'' წყალტუბოს ''სამგურალი'' მიიღო და 2-3 დამარცხდა. უამინობისა და უხვი ნალექის ფონზე პირველი ნახევარი უინტერესო გამოვიდა და ფრედ 0-0 დასრულდა.

მეორე ტაიმში გუნდებმა შეტევებს მოუმატეს და გოლებიც გავიდა.

  • 68-ე წუთზე ალექსანდრე ვერულიძემ ''სამგურალი'' წინ გაიყვანა.
  • 77-ე წუთზე კი ბექა ვერულიძემ წონასწორობა აღადგინა. 84-ზე კი გიორგი გაფრინდაშვილმა ''შუქურა'' წინ გაიყვანა 2-1.
  • 87-ე წუთზე ქობულეთელთა მცველმა ნიკა ჭანტურიამ საკუთარ კარში გაიტანა და შეხვედრაში ანგარიში გათანაბრდა. შეხვედრის ბოლო წუთზე კი პაპუნა ფონიავამ შორეული დარტყმით გაიტანა და წყალტუბოს ''სამგურალი'' თასის ფინალში გაიყვანა.

სოსო ფრუიძის გაწვრთნილი ''სამგრუალი'' ფინალში თავის მეტოქეს რამდენიმე საათში გაიგებს.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე ''საბურთალო'' ბათუმის ''დინამოს'' უმასპინძლებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში