თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გეგმურად 2023 წლის ივნისში ჩატარდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და გამორიცხა ვადამდელი არჩევნების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნა. მანამდე თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიების - სახალხო რესპუბლიკური პარტიისა და "კარგი პარტიის" ლიდერებმა ერდოღანი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულეს და ლირის კურსის რეკორდული ვარდნის ფონზე ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებით საშუალოდ 32%-ით გაუფასურდა.