აშშ ბრალდებული ვისკონსინში

23 ნოემბერი 2021, 10:50 1108 ნახვა

39 წლის დარელ ბრუკსს, რომელიც აშშ-ის უისკონსინის შტატში საშობაო დღესასწაულზე შეკრებილ მოქალაქეებზე თავდასხმის ადგილთან ახლოს დააკავეს, პირველი ხარისხის მკვლელობისთვის ბრალის წარდგენა ემუქრება. 

მამაკაცი, რომელსაც შეკრებილ მოქალაქეებში ავტომობილით განზრახ შეჭრაში ადანაშაულებენ, რამდენიმე თვის წინ ოჯახური ძალადობის საქმესთან დაკავშირებით გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.

შეგახსენებთ, შემთხვევა აშშ-ის უისკონსინის შტატში, ქალაქ უოკეშოში მოხდა. ავტომობილით თავდასხმის შედეგად საშობაო აღლუმზე 5 ადამიანი დაიღუპა, 48 კი, მათ შორის ბავშვები დაშავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 5 დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში