სადღესასწაულო აღლუმის მონაწილეებს ავტომობილით ცნობილი რეპერი დაეჯახა

22 ნოემბერი 2021, 15:39 649 ნახვა

ამერიკის უისკონსინის შტატში სადღესასწაულო აღლუმზე ხალხში ავტომობილით რეპერი დერელ ბრუკსი შევარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.გამოცემების თანახმად,  ორი დღით ადრე 39 წლის მუსიკოსი გირაოს სანაცვლოდ საპატიმროდან გაათავისუფლეს.  ტელეარხ ენ-ბი-სის მონაცემებით,  ავტომობილის მძღოლი ჩხუბისა და დანით მიყენებული ჭრილობის შედეგ შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. ქალაქ უოკეშოში  ავტომობილი ხალხში საშობაო აღლუმის დროს შევარდა.   ბოლო მონაცემებით,  დაიღუპა 5 ადამიანი, 40-ზე მეტი კი დაშავდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში