ბილ გეიტსი პანდემიის მალე დასრულებას ვარაუდობს

18 ნოემბერი 2021, 18:20 770 ნახვა

მაიკროსოფტის დამფუძნებლის  ბილ გეითსის ვარაუდით, 2022 წლის  ზაფხულისთვის კორონავირუსი ნაკლებად საშიში გახდება, თუკი  არ იქნება სიურპრიზები, როგორიცაა ახალი შტამების გაჩენა.  მისი თქმით, ახლა ამის თქმის საფუძველს კოვიდ-19-ის  მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, კერძოდ, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებსა და  მედიკამენტებთან დაკავშირებით ბოლო ძალიან კარგი სიახლეები აძლევს. მილიარდერი დაწრმუნებულია, რომ ვაქცინების არასაკმარის რაოდენობასთან დაკავშირებით ყველა სირთულე   მომავალი წლისთვის მოგვარდება  და დარჩება მხოლოდ ლოგისტიკითა და მოთხოვნით გამოწვეული შეზღუდვები.   გეიტსმა აღნიშნა, რომ  კომპანია მერკის მიერ შექმნილი ანტივირუსული აბები საკმაოდ იაფი 8 დოლარზე ნაკლები ეღირება.   დღეისთის მთელ მსოფლიოში 250 მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებულია აღრიცხული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში