ნიკარაგუას პრეზიდენტს აშშ-ში ჩასვლა აუკრძალეს

17 ნოემბერი 2021, 12:07 702 ნახვა

ნიკარაგუის პრეზიდენტს დანიელ ორტეგას და მის მეუღლეს  ვიცე-პრეზიდენტ როსარიო მურილოს, ასევე მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ. შესაბამის განკარგულებას  აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა.

აშშ-ის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ნიკარაგუაში 7 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების საპასუხოდ მიიღო, რომელიც  ჯო ბაიდენის შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არ იყო.

ჯო ბაიდენმა ორტეგას რეჟიმს მოუწოდა, დაპატიმრებული დისიდენტები გაათავისუფლოს და აღნიშნა, რომ აშშ და საერთაშორისო საზოგადოება ყველა დიპლომატიურ და ეკონომიკურ ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა ნიკარაგუის ხელისუფლებას პასუხი აგებინოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში