როდის დასრულდება პანდემია?

10 ნოემბერი 2021, 14:06 1001 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის დასრულება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად ისწავლის მთელი მსოფლიო ინფექციასთან თანაცხოვრებას. ამის შესახებ ჯანმოს ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა განაცხადა.  

როგორც კი ჯანდაცვის სისტემები  აღარ დაიტვირთება, შემცირდება ჰოსპიტალიზაციის  და კოვიდ-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი, ასევე  როგორც  შესაძლებელი გახდება სრული მოცულობით სხვა სამედიცინო მომსახურების გაწევა,   სწორედ მაშინ  პანდემია ენდემიად შეიძლება იქცეს - აღნიშნა კლუგემ

ჯანმოს წარმომადგენელი ახლა პანდემიასთან ბრძოლის ერთერთ დაბრკოლებად ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის შენელებას, ასევე ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გაუმართლებელ შემსუბუქებას ასახელებს.

ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 250 მილიონს გადააჭარბა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში