დღეიდან 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია და ''ბუსტერ'' დოზის გაკეთება შესაძლებელია

10 ნოემბერი 2021, 11:53 954 ნახვა

დღეიდან შეძლებენ 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები კოვიდის საწინააღმდეგო "ფაიზერის" ვაქცინით აცრას. ვაქცინაციის გადაწყვეტილებას მშობლები მიიღებენ.

ასევე დღეიდან ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრებიან 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები, რომლებმაც მეორე დოზა 6 თვის წინ გაიკეთეს.

აქვე გეტყვით, ისევ მაღალია ქვეყანაში კოვიდინფიცირებისა და ლეტალობის მაჩვენებელი. საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში  78 პაციენტი გარდაიცვალა, 5 751 ადამიანი კი დაინფიცირდა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი ისევ 10 პროცენტზე მაღალია.

რაც შეეხება აჭარას, რეგიონში  კორონავირუსის 210 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 2 პაციენტი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი