ჰააგაში კოვიდშეზღუდვები გააპროტესტეს. აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. ახალი რეგულაციები ნიდერლანდებში უკვე ამოქმედდა.
ბოლო დროს კოვიდ-19-ის ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა საზოგადოებრივ ადგილებსა და ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა მაღაზიები, ბიბლიოთეკები, საავადმყოფოები და სკოლები პირბადეების სავალდებულო ტარებას დაუბრუნდეს. პორტკლუბების, ფიტნეს ცენტრების, ზოოპარკებისა და სხვა დაწესებულებების შესასვლელში ნიდერლანდელებმა ე.წ. მწვანე პასპორტი უნდა წარადგინონ, რომელიც შეიცავს ინფორმაციას გამოჯანმრთელების, ტესტირებისა და ვაქცინაციის სრული კურსის შესახებ.