ემი უაინჰაუსის კაბა აუქციონზე გაყიდეს

08 ნოემბერი 2021, 17:00 866 ნახვა

კაბა, რომელიც მომღერალ ემი უაინჰაუსს ბოლო კონცერტზე ეცვა,  აუქციონზე 243 ათასს 200 დოლარად გაიყიდა, რაც  16-ჯერ აღემატება  აუქციონის სახლის მიერ ნავარაუდებ ღირებულებას.  სულ უაინჰაუსის 800 ნივთისგან შემდგარი  კოლექცია  4 მილიონ დოლარად გასხვისხდა

ჰიტების ბექ-თუ-ბლექ და რიჰებ-ის შემსრულებელი სცენაზე ბოლოს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე გამოვიდა.

კონცერტი ჩაიშალა, რადგან მომღერალს რამდენჯერმე დაავიწყდა სიმღერის ტექსტი.

ბელგრადიდან უაინჰაუსი სარეაბილიტაციო ცენტრში ერთი კვირით გაემგზავრა. იგი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი ლონდონში საკუთარ ბინაში 2011 წლის 23 ივლისს იპოვეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი