არავის გადმობირებას და შანტაჟს არ ვაპირებთ - ირაკლი ჭეიშვილი

05 ნოემბერი 2021, 14:29 1571 ნახვა

არავის გადმობირებას და შანტაჟს არ ვაპირებთ - ასე პასუხობენ ''ქართულ ოცნებაში'' ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრს გიორგი კირთაძეს, რომელმაც დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა ბათუმის საკრებულოში პარტიული სიით შესული დეპუტატების გადაბირებას ცდილობს.

ირაკლი ჭეიშვილის თქმით, ეს განცხადება სიცრუეა.

რაც შეეხება საკრებულოში თანამშრომლობას, ჭეიშვილის განცხადებით, ითანამშრომლებენ ყველასთან ''ნაციონალური მოძრაობის'' გარდა. 

''ცხრა წლის განმავლობაში არაერთი ბრალდება ისმის ჩვენი მისამართით, მაგრამ არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა. შესაბამისად ესეც არ იქნება გამონაკლისი, თითქოს დავით რიჟვაძე ვიღაცეების გადმობირებას ცდილობს. შეშინებული ადამიანის პოზიციიდან საუბრობს ''ნაციონალური მოძრაობა'', მეორე ტურის შემდეგ განსაკუთრებით. დავით რიჟვაძეს არანაირი პოზიცია არა აქვს პარტიაში. შესაბამისად, ეს არის დიდი ტყუილი. ვერ იქნება სიმართლე ის, რაზეც ბატონი კირთაძე საუბრობს.

ჩვენ არ გვჭირდება არავის გადმობირება, ყველაფერი გამოჩნდება უახლოეს პერიოდში, თუ როგორ ვაპირებთ უმრავლესობის შექმნას, ,,ნაციონალების'' გარდა ვითანამშრომლებთ ყველასთან, მათ შორის დამოუკიდებელ დეპუტატებთან და შეიქმნა თუ არა უმრავლესობა, გამოჩნდება. არაფერი არ იქნება დამალული. მე პირადად დავით რიჟვაძესთან არ მისაუბრია, მაგრამ ვინც გადაამოწმა ეს ინფორმაცია არის ტყული და „ფეიკი“.

სჯობს თავიანთ საქმეებს მიხედონ, დალაგდნენ საკრებულოში და თუ მყარი უმრავლესობა აქვთ, ვურჩევ დაკავდნენ თავიანთი პირადი საქმეებით'' - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი