ილონ მასკს სურს მარსზე ფრენებში ინვესტიცია განახორციელოს. ტესლასა და სფეის-იქსის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ კაცობრიობის მარსზე ჩაყვანას საკუთარი ხარჯებით აპირებს. "ჩემი გეგმაა გამოვიყენო ფული, რათა კაცობრიობა მარსზე ჩავიყვანო და გონების სინათლე შევინარჩუნო“, - წერს ილონ მასკი. მასკის თქმით, "მარსზე ადამიანის დაშვების მისიის დაფინანსება "მილიარდერებისთვის განკუთვნილ გადასახადს", ასევე ბაიდენის ადმინისტრაციის სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებს შეუძლია.