ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაციას იწყებენ.
ვაქცინაციის კამპანიის გაფართოება ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში კოვიდ ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ახალი შეზღუდვების დაწესების ფონზე ხორციელდება.
ჩინეთში, ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის 76% სრულადაა ვაქცინირებული.
ხელისუფლება კოვიდ შემთხვევების გავრცელების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ახორციელებს.