ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, „ხელისუფლებას“ ვურჩევ მიმიყვანოთ თქვენს „სასამართლოში“ - სააკაშვილი

22 ოქტომბერი 2021, 15:47 1321 ნახვა

ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, „ხელისუფლებას“ ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს „სასამართლოში“, –  წერია სოციალურ ქსელში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე. 

''ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, "ხელისუფლებას" ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს "სასამართლოში", რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე. თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ?'' - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი