გეიტსების ფონდი ღარიბ ქვეყნებს კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტებს შეუძენს

20 ოქტომბერი 2021, 13:03 691 ნახვა

ბილ და მელინდა გეითსების საქველმოქმედო ფონდმა 120 მილიონი დოლარი გამოყო, რათა ღარიბ ქვეყნებს კორონავირუსის სამკურნალო ახალ აბზე წვდომა ჰქონდეს. პრეპარატი ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ „მერკ ენდ კომ“ შექმნა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს.

მანამდე ფარმაცევტულ კომპანიაში  განაცხადეს, რომ მოლნუპირავირის ტაბლეტების წარმატებული გამოცდა დასრულდა. მან ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკი 50%-ით შეამცირა.

კომპანიამ აშშ-ის მარეგულირებელს უკვე მიმართა და პრეპარატის საგანგებო სიტუაციებში გამოყენების ნებართვა ითხოვა. ეს პრეპარატი, შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ანტივირუსული წამალი გახდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში